ჩვენს შესახებ

 

“მათრობელა ვაინზ” მდებარეობს კისისხევში, კახეთში, თელავის რაიონის ულამაზეს სოფელში.

კომპანიის საქმიანობის არსი და დანიშნულება დაარსებისთანავე მკაფიოდ იქნა გააზრებული და გაცხადებული: ესაა მაღალხარისხიანი ღვინის წარმოება მცირე სიმძლავრის წარმადობის  პირობებში.

თანამედროვე ტექნოლოგიებს, წინანდლის ზონაში არსებული თანამედროვე მეთოდებით მოვლილ საკუთარ ვენახებს დამატებული უმაღლესი კვალიფიკაციის მეღვინეები და პერსონალი - ყველაფერი ეს ახდენს სწორედ იმ საოცრებას, რასაც გამორჩეული  ხარისხის ქართული ღვინო ჰქვია.

ამჟამად “მათრობელა ვაინზი” გთავაზობთ  ორდინარულ, ასევე პრემიუმ კლასის ღვინოების მრავალფეროვან არჩევანს ხელმისაწვდომ ფასებად როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის და აგრეთვე განსაკუთრებული დღესასწაულებისთვის.

ღვინოები უპირატესად საექსპორტოდაა განკუთვნილი, რაც კომპანიას გლობალურ ელფერს სძენს.

“მათრობელა ვაინზი” 2015 წელს დაარსდა. კომპანიას სრულად  აქვს გააზრებული უდიდესი პასუხისმგებლობა ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების წინაშე. კომპანიისთვის მოტივაცია სწორედ ამ ტრადიციების თანამედროვე ღვინის წარმოებასთან წარმატებული თანაარსებობაა.

“მატრობელა ვაინზის” ღვინის კომპანია შედგება ორი მთავარი ბლოკისგან: საკუთრივ ღვინის საწარმო 80,000 ლიტრის წარმადობით და ‘შატო მატრობელა’ ტრადიციული მარნით (ქვევრების წარმადობა 20,000 ლიტრი) და სადეგუსტაციო დარბაზით, რომელიც ღვინის დაგემოვნებას ემსახურება.

პროდუქცია